ვინ ვართ
National Democratic Institute for International Affairs-ი (NDI-ი) არის ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარე არაკომერციული არაპარტიული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს და თანამშრომლობს მთელს მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუციების, პროცესების, ნორმების და ღირებულებების გასაძლიერებლად და უშიშარსაყოფად ყველა ადამიანისათვის ცხოვრების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. NDI-ი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სამყაროში, სადაც დაცულია მისი ღირსება, უსაფრთხოება და პოლიტიკური უფლებები — და რომ ციფრული სამყარო არ წარმოადგენს გამონაკლისს.
NDI-ის დემოკრატიის და ტექნოლოგიების გუნდის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალურ ციფრულ ეკოსისტემას, რომელშიც დაცული, აღზევებული და გაღვივებული იქნება დემოკრატიული ღირებულებები, მთავრობები იქნება უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური, ხოლო ყველა მოქალაქეს შეეძლება ჰყავდეს ანგარიშვალდებული მთავრობა. ამ საქმეს ვაკეთებთ კიბერუსაფრთხოების მოქნილი სტრატეგიის აქტივისტების გლობალური ქსელის მხარდაჭერით და წინამდებარე „სახელმძღვანელოს“ მსგავს რესურსებზე მომუშავე პარტნიორებთან თანამშრომლობით. დამატებითი ინფორმაცია ჩვენი მუშაობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ვებგვერდზე, Twitter-ზე ჩვენი გამოყოლით ან მომართვით უშუალოდ [email protected]. ჩვენ მუდამ მოხარულნი ვართ მივიღოთ თქვენი გამოხმაურება და ვუპასუხოთ კითხვებს ჩვენი გუნდის და კიბერუსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიებზე და დემოკრატიაზე მუშაობის შესახებ.
ავტორები და მადლობები
წამყვანი ავტორი: Evan Summers (NDI)
თანაავტორები: Sarah Moulton (NDI); Chris Doten (NDI)
წინამდებარე „სახელმძღვანელოს“ შემუშავებაში გაწეული დახმარებისათვის გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ექსპერტ დამოუკიდებელ რედაქტორებს, რომლებიც, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, გვაწვდიდნენ მნიშვნელოვან კომენტარებს, კორექტურებს და წინადადებებს, მათ შორის: Fiona Krakenburger, Open Technology Fund; Bill Budington და Shirin Mori, Electronic Frontier Foundation; Jocelyn Woolbright, Cloudflare; Martin Shelton, Freedom of the Press Foundation; Dave Leichtman, Microsoft; Stephen Boyce, International Foundation for Electoral Systems; Amy Studdart, International Republican Institute; Emma Hollingsworth, Global Cyber Alliance; Caroline Sinders, Convocation Design + Research; Dhyta Caturani; Sandra Pepera, NDI; Aaron Azelton, NDI; და Whitney Pfeifer, NDI.
ასევე გვსურს აღვნიშნოთ ორგანიზაციული უსფრთხოების (OrgSec-ი) საზოგადოების მიერ წამოუდგენელი ყველა სახელმძღვანელო, ცნობარი, დამხმარე სახელმძღვანელო, ტრენინგის მოდული და სხვა მასალა. წინამდებარე „სახელმძღვანელოს“ მიზანია შეკრიბოს სიღრმისეული მასალები, ერთად შეკრას მთელი გამოცდილება და აქციოს ის ადვილად აღსაქმელ რესურსად სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც განზრახული აქვთ შეიმუშაონ კიბერუსაფრთხოების გეგმა.
გარდა საზოგადოებრიბის მიერ კომპილირებული არაერთი შესანიშნავი რესურსით ირიბი ინსპირაციისა, ჩვენ ასევე პირდაპირ გადმოვიტანეთ სასარგებლო ტერმინოლოგია წინამდებარე „სახელმძღვანელოში“ მრავალი არსებული რესურსიდან, კერძოდ, Electronic Frontier Foundation-ის „თვალთვალისაგან თავდაცვის სახელმძღვანელოდან“, Tactical Tech-ის „ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სახელმძღვანელოდან“ და Center for Democracy and Technology-ის და Freedom of the Press Foundation-ის მთელი რიგი განმარტებითი ბლოკებიდან. ქვემოთ მოცემულ სექციებში იხ. ხსენებული რესურსების სპეციფიური ციტირებები, ხოლო რესურსების გვერდზე მოცემულია სრულ ბმულები, ავტორი და სალიცენზიო ინფორმაცია.