თემები

უსაფრთხოების კულტურის დანერგვა

შეიმუშავეთ ტრენინგის გეგმა

გეგმის შედგენის და შესრულების დაწყების შემდეგ მოიფიქრეთ, როგორ აწარმოებთ მთელი პერსონალის (და მოხალისეების) ტრენინგს ხსენებული ახალი აღიარებული პრაქტიკის საკითხებზე. რეგულარული ტრენინგის დაწესება და მასზე დასწრებისათვის და პერსონალზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შეფასებისათვის აუცილებელი ხასიათის მინიჭება სასარგებლო ტაქტიკა შეიძლება აღმოჩნდეს. მოერიდეთ იმ პერსონალისთვის მკაცრი, ნეგატიური შედეგების შექმნას, რომლებიც უსაფრთხოების კონცეფციას ეურჩებიან. გახსოვდეთ, რომ პერსონალის ნაწილმა სხვებისაგან განსხვავებულად შეიძლება მოახდინოს ადაპტაცია და ტექნოლოგიების შესწავლა გამომდინარე ციფრული ინსტრუმენტების და ინტერნეტის ცოდნის სხვადასხვა დონიდან. წარუმატებლობის შიში მხოლოდ კიდევ უფრო ამუხრუჭებს პერსონალს პრობლემებზე ინფორმირების თუ დახმარების მიღების თვალსაზრისით. თუმცა, პოზიტიური ანგარიშვალდებულების და ჯილდოების დაწესება ტრენინგის წარმატებულად გავლისათვის და პოლიტიკების ჩამოყალიბება, შესაძლოა, დაგეხმაროთ ორგანიზაციაში სტიმულირების გაუმჯობესებაში. სხვა ღირებული მხარდაჭერა შეგიძლიათ, მიიღოთ ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის ადგილობრივი ან საერთაშორისო ქსელებიდან და ტრენინგის უფასო რესურსებიდან, როგორიცაა Security First-ის აპი Umbrella, Free Press Unlimited-ის და Greenhost-ის Totem-ის პროექტი Global Cyber Alliance-ის სასწავლო პორტალი.

უსაფრთხოების კულტურის დანერგვა

  • დაგეგმეთ რეგულარული საუბრები და ტრენინგი უსაფრთხოების და თქვენი უსაფრთხოების გეგმის შესახებ.
  • ჩართეთ ყველა – გაანაწილეთ პასუხისმგებლობა თქვენი უსაფრთხოების გეგმის შესრულებაზე მთელს ორგანიზაციაში.
  • უზრუნველყავით, რომ ხელმძღვანელობა უსაფრთხოების საკითხებში კარგი ქცევისა და გეგმის შესრულების მაგალითი იყოს.
  • მოერიდეთ დაშინების ტაქტიკას ან დასჯას – წაახალისეთ პროგრესი და შექმენით კომფორტული სივრცე პერსონალის მიერ პრობლემებზე ინფორმირების და დახმარების მიღებისათვის
  • განაახლეთ თქვენი უსაფრთხოების გეგმა ყოველწლიურად ან ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ