სოციალური მედიის ორგანიზაციული პოლიტიკის შემუშავება
წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი პოსტი სოციალურ მედიაში შესაძლოა იქცეს საჯარო განცხადებად და შესაბამისად, შექმენით სოციალური მედიის ორგანიზაციული პოლიტიკა. ხსენებული უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: ვის აქვს წვდომა სოციალურ მედიაში თქვენს პროფილებზე? ვის აქვს უფლება გამოაქვეყნოს პოსტები და ვის ესაჭიროება პოსტების დადასტურება? რა ინფორმაცია უნდა/არ უნდა გაზიარდეს სოციალურ მედიაში? თუ აქვეყნებთ ფოტოებს, ლოკაციის შესახებ ინფორმაციას ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას თქვენი პერსონალის, პარტნიორების ან ღონისძიებაზე დამსწრეთა შესახებ, სთხოვეთ მათ ნებართვა და გაითვალისწინეს მათ რისკები?
გარდა თქვენი პოლიტიკის შემუშავების და მისი პერსონალისთვის განმარტებისა, უზრუნველყავით თქვენი კონფიდენციალურობის და დაცვის (ხშირად „უსაფრთხოებად“ ხსენებული) პარამეტრების სწორი კონფიგურაცია. ზოგიერთი საკვანძო კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, რათა გადაწყვიტოთ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების რომელი პარამეტრებია უმთავრესი თქვენი პირადაი და ორგანიზაციული პროფილებისათვის, მოიცავს:
- საჯაროდ გსურთ, გააზიაროთ თქვენი პოსტები თუ მხოლოდ ადამიანთა კონკრეტულ შიდა ან გარე ჯგუფთან?
- უნდა შეეძლოს ვინმეს დაწეროს კომენტარი, პასუხი ან აწარმოოს ინტერაქცია თქვენს შეტყობინებებზე ან პოსტებზე?
- უნდა შეეძლოს ხალხს მოგძებნონ თქვენ ან თქვენი ორგანიზაცია თქვენი ელფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის გამოყენებით (პირადი თუ სამსახურეობრივი)?
- გსურთ თქვენი ლოკაციის გაზიარება ავტომატურად პოსტების წერისას?
- გსურთ დაბლოკოთ ან გამოურთოთ შეტყობინებები არაკეთილგანწყობილ პროფილებს?
- გსურთ დაბლოკოთ კონკრეტული სიტყვები ან ჰეშტეგები?
სოციალური მედიის თითოეულ ვებგვერდს გააჩნია კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების განსხვავებული პარამეტრები, თუმცა, ზოგადი კონცეფციები გავრცელებულია უნივერსალურად. აღნიშნული კითხვების შემდეგ ისარგებლეთ შემდეგი უმთავრესი პლატფორმების პრივატულობის შესახებ სახელმძღვანელოებით: Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი, და YouTube-ი. კერძოდ, Facebook-თვის ყურადღება მიაქციეთ თქვენს კონფიდენციალურობის არჩევანს Groups-თან მიმართებაში. Facebook Groups პოპულარული ადგილია ჩართვის, მხარდაჭერის და ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, თუმცა, შეუზღუდავ ჯგუფებს ყველა შესაძლოა შეუერთდეს. „ყალბი“ პროფილებისათვის ჩვეულებრივი ამბავია წარმოაჩინონ თავი რეალურ ადამიანებად, რათა შეაღწიონ დახურულ ჯგუფებში და გვერდებზე სოციალურ მედიაში. ამდენად, ყურადღებით იყავით „მეგობრობის“ და „გამოწერის“ შემოთავაზების დადასტურებისას. გახსოვდეთ, რომ თქვენი ორგანიზაციის პროფილები სოციალურ მედიაში დაცულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დაცულია მათთან „დაკავშირებული“ პროფილები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახსოვდეთ Facebook-ის შემთხვევაში, სადაც თქვენი ორგანიზაციის გვერდი შესაძლოა იმართებოდეს ვინმეს მიერ მიბმული პირადი პროფილიდან.
ონლაინ დევნა
სამწუხაროდ, არაერთი ორგანიზაცია განიცდის მნიშვნელოვან ონლაინ დევნას, განსაკუთრებით, სოციალურ მედიაში. აღნიშნული დევნა ხშირად უფრო ძლიერია ქალების და მარგინალიზებული მოსახლეობის მიმართ. კერძოდ, ონლაინ ძალადობამ ქალებზე შესაძლოა შექმნას მტრული გარემო, რომელიც იწვევს თვითცენზურას ან უარს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო დისკურსზე. თანახმად NDI-ს Gender, Women, and Democracy-ის ჯგუფის ანგარიშისა Tweets that Chill-ი, როცა შეტევები პოლიტიკურად აქტიური ქალების წინააღმდეგ ხორციელდება ონლაინ, სოციალური მედიის ფართო წვდომამ შესაძლოა გაზარდოს დევნის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ეფექტი ხელყოფს რა ქალების პირადი უსაფრთხოების გრძნობას იმ საშუალებებით, რომლებსაც მამაკაცები არ განიცდიან.
თქვენი ორგანიზაციის მიერ სოციალური მედიის პოლიტიკის შემუშავების შემდეგ მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეთ ხსენებულ დინამიკას. დანერგეთ უსაფრთხოების თქვენი გეგმა, რომლის მიზანია იმ პერსონალის მხარდაჭერა, რომელიც იღებს ნეგატიურ შეტყობინებებს, შეურაცხყოფას და მუქარას სოციალურ მედიაში გამომდინარე როგორც მათი სამსახურიდან, ისე პირადი ცხოვრებიდან. შეიმუშავეთ დევნის საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის, აწარმოეთ საკუთარი პერსონალის კვლევა, რათა გაიგოთ როგორ მოქმედებს ონლაინ დევნა მათზე და შექმნათ სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რათა დაეხმაროთ პერსონალს დაძაბულ სიტუაციებში. PEN America-ის „ონლაინ დევნის საველე სახელმძღვანელო“ ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ დევნის განმცდელ პერსონალს. თუ თქვენი პერსონალი კომფორტულად იგრძნობს თავს ამ პროცესში, შეგიძლიათ, დანერგოთ დევნის შემთხვევებზე ან/და პრობლემურ ანგარიშებზე ინფორმირების (რეპორტინგის) პრაქტიკა უშუალოდ პლატფორმებთან.
იმ პერსონალთან ურთიერთობისას, რომელიც ონლაინ (თუ რეალურ სამყაროში) გამხდარა შევიწროების მსხვერპლი, მნიშვნელოვანია, იყოთ მგრძნობიარე. თანახმად Association for Progressive Communications-ის Women's Rights Programme-ის Take Back the Tech-ში ხაზგასმულია, უნდა გესმოდეთ, რომ დაზარალებულს შესაძლოა მიეღო ტრავმა და აცნობიერებდეთ, რომ ძალადობა (ონლაინ თუ ოფლაინ) არასდროს წარმოადგენს დაზარალებულის ბრალს. უზრუნველყავით ასეთი პრობლემების წამოწევის და განხილვის შესაძლებლობა (თუ პერსონალს არა აქვს ამასთან რაიმე პრობლემა) კონფიდენციალურ და უსაფრთხო გარემოში ანონიმურობის დაცვის არჩევანთან ერთად. და შეიტანეთ თქვენი ორგანიზაციის უსაფრთხოების გეგმაში იმ ადგილობრივი პროფესიონალების, ორგანიზაციების და სამართალდამცველი უწყებების სია, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დააკავშიროთ პერსონალი სამართლებრივი, სამედიცინო, ფსიქიკური და ტექნიკური დახმარების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. Feminist Frequency-ის „ონლაინ უსაფრთხოების სახელმძღვანელო“.