უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში
შესავალი
თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში ინტერნეტის გამოყენებისას თქვენმა საქმიანობამ შესაძლოა საკმაოდ ბევრი თქვას თქვენს შესახებ. მნიშვნელოვანია დატოვოთ სენსიტიური ინფორმაცია – როგორიცაა მომხმარებლის სახელები და პაროლები, რომლებსაც ჩაწერთ ვებსაიტზე, თქვენი პოსტები სოციალურ მედიაში ან კონკრეტულ კონტექსტებში იმ ვებგვერდების დასახელებების ჩათვლით, რომლებსაც ეწვევით – ცნობისმოყვარე თვალის ხედვის არეალს მიღმა. კონკრეტულ გვერდებზე თუ აპებზე თქვენი წვდომის ბლოკირება ან შეზღუდვა ასევე საყოველთაო შეშფოთების საგანია. ხსენებული ორი პრობლემა – ინტერნეტში თვალთვალი და ინტერნეტ-ცენზურა – მჭიდრო კავშირშია, ხოლო მათი გავლენის შემცირების სტრატეგიები მსგავსია.
თვალთვალი ცენზურა და სამოქალაქო საზოგადოება
მთავრობები სულ უფრო ხშირად იყენებენ საკუთარ გავლენას და უფლებამოსილებას ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერებთან და სხვა ადგილობრივ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში, რათა ხელი შეუშალონ ცალკეულ პიროვნებებს და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ინტერნეტით ინფორმაციაზე წვდომაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერნეტის ხსენებული წყვეტა მიზნად ისახავს საკვანძო კომუნიკაციის და ინფორმაციის გაზიარების პლატფორმების, მათ შორის, სოციალური მედიის და ახალი ამბების გვერდების შეფერხებას. მაგალითად, სამხედრო გადატრიალებით გამოწვეული პროტესტის პასუხად მიანმას სამხედრო უწყებამ უბრძანა მობილურ ოპერატორებს დროებით გამოერთო მობილური მონაცემების მთელი ქსელი ქვეყანაში. ეს მოხდა Facebook-ში, Twitter-ში და Instagram-ში უფრო მეტად მიზნობრივი ბლოკირებიდან მოკლე ხანში.
გარდა ინტერნეტზე წვდომის და ვებგვერდების ბლოკირებისა, მთავრობები და სხვა ბოროტი ძალები მთელს მსოფლიოში იყენებენ სულ უფრო მეტად წვდომად სათვალთვალო ტექნოლოგიას მოქალაქეების ონლაინ საქმიანობის მონიტორინგისათვის. მაგალითად, Freedom House-ის „თავისუფლება ქსელში 2020“ ანგარიშის თანახმად, უგანდის მთავრობამ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ჩინურ ტექ-კომპანია Huawei-თან, რათა გაეკონტროლებინა ოპოზიციის რეიტინგი და მისი სამოქალაქო საქმიანობა ქვეყანაში სადაო საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო დღეს და შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ინფორმაციასთან წვდომაზე და მის ონლაინ თავისუფლებაზე ხსენებული შეტევების მზარდი სიხშირე ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისათვის ესმოდეთ ინტერნეტში მუშაობის რისკი და შეიმუშაონ გეგმები მასზედ, თუ როგორ მოახდინონ დაკავშირება, როცა კავშირი შეფერხებულია.