უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში
თქვენი ვებგვერდი ონლაინ რეჟიმში
ბოლო განახლება: 2022 წ. ივლისი
გარდა ინტერნეტზე უსაფრთხო წვდომის შესაძლებლობის დაცვისა, ასევე მნიშვნელოვანია ყველაფერი გააკეთოთ, რათა უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდებზე თუ რესურსებზე სხვების წვდომაც. სოციალურ მედიაში გვერდებთან მიმართებაში, აღნიშნული გულისხმობს ხსენებული პროფილების დაცვას ძლიერი, უნიკალური პაროლებით და აუთენტურობის ორფაქტორული შემოწმებით. თქვენი ვებგვერდისათვის ეს გულისხმობს გატეხვისაგან მის დაცვას და სერვისზე შეტევების მოგერიებას. Distributed Denial of Service-ის (DDoS-ი) შეტევებს ადგილის აქვს, როცა კომპიუტერების დიდი ჯგუფი ერთდროულად მიმართავს თქვენს სერვერს საზიანო ტრაფიკის შექმნის მიზნით. თუ წარმოადგენთ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციას ან არაკომერციულ ორგანიზაციას, დიდი ალბათობით შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ DDoS-გან დაცვა - რაც მეტად გაურთულებს მეტოქეს გადატვირთოს თქვენი ვებგვერდი. რამდენიმე ოფცია მოიცავს შემდეგ სერვისებს: Cloudflare-ის პროექტი Galileo-ი, Google-ის პროექტი Shield-ი, ან eQualitie-ის Deflect-ი.
თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდის უსაფრთხო ჰოსტინგი
ვებგვერდები განთავსებულია კომპიუტერებში - ისინი კი მოწყვლადია ჰაკერების მიმართ ზუსტად ისე, როგორც თქვენი საკუთარი მოწყობილობები. თუ შესაძლებელია, თქვენმა ორგანიზაციამ უნდა ისარგებლოს არსებული ჰოსტინგ-სერვისებით, როგორიცაა Wordpress.com-ი, Wix-ი ან სხვები, რომლებიც წარმართავენ გვერდის უსაფრთხოების ყველა საკითხს თქვენს მაგივრად. თუ კითხულობთ წინამდებარე სახელმძღვანელოს, თქვენს ორგანიზაციას, სავარაუდოდ, ასევე უფლება აქვს მიიღოს Wordpress-ის უფასო და უსაფრთხო ჰოსტინგი eQualitie-ზე მათი eQPress Hosting service-ის საშუალებით. ეს მშვენიერი ოფციაა Wordpress-ის არსებული გვერდებით მოსარგებლე სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ან თუ თქვენს ორგანიზაციას განზრახული აქვს შექმნას ახალი გვერდი.
თუ თქვენი ვებგვერდის საჭიროებები უფრო კომპლექსურია ან თუ გესაჭიროებათ თქვენი ვებგვერდის თავად ჰოსტინგი, კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენი ოპერაციული სისტემის და ვებ-ჰოსტინგის პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივ განახლებას ზუსტად ისე, როგორც თქვენი პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ აღიარებული ქლაუდ-ჰოსტინგის იმ პროვაიდერების გამოყენება, როგორიცაა Amazon Web Services-ი (AWS-ი), Microsoft Azure-ი ან Greenhost-ის eclips.is-ი, რომლებიც გვთავაზობენ უსაფრთხოების გაძლიერებულ ოფციებს მათ ჰოსტინგს დაქვემდებარებული ვებგვერდებისათვის. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ინსტრუმენტებს იყენებთ თქვენი ვებგვერდის ჰოსტინგისათვის, უზრუნველყავით, რომ კონტენტის რედაქტირებაზე წვდომის მქონე ნებისმიერი პროფილი და კონფიგურაციის პარამეტრები დაცული იყოს ძლიერი პაროლებით და აუთენტურობის ორფაქტორული შემოწმებით.
თუ თქვენი ორგანიზაცია საკმარისად ტექნიკასთან-მეგობრულია საკუთარი ვებგვერდის ჰოსტინგისთვის შესაძლებლობისთვის, იფიქრეთ ე.წ. „სტაციონარული საიტის“ ან არასტრუქტურული ვებგვერდის არჩევაზე. განსხვავებით დინამიკური ვებგვერდებისაგან, აღნიშნული ტიპის საიტები უმცირებს ჰაკერებს შეტევის ზედპირს და შეტევებისადმი უფრო მედეგს ხდის თქვენს ვებგვერდს.