თქვენი ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების გეგმის შემუშავება

წინამდებარე „სახელმძღვანელო“ დაიწერა მარტივი მიზნით: დახმარებოდა თქვენს ორგანიზაციას კიბერუსაფრთხოების გასაგები და რეალიზებადი გეგმის სემუშავებაში. კარგად შედგენილი და განახლებული ორგანიზაციული უსაფრთხოების გეგმა უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და ეფექტურობის ამაღლებას თქვენს გონებაში სიმშვიდის დამყარებით, რაც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვან ყოველდღიურ საქმიანობაზე კონცენტრაციისათვის. თუ ჯერ არ მიგიღიათ, დაუთმეთ დრო „სახელმძღვანელოს“ შესავლის გაცნობას, რათა შეიტყოთ უსაფრთხოების გეგმების შესახებ და თუ რატომ სჭირდება ის თქვენს ორგანიზაციას.

შესავალს გაეცანით

 

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციების უსაფრთხოების გეგმები მცირედ განსხვავებულად გამოიყურება გამომდინარე მათი რისკების შეფასებიდან და ორგანიზაციული დინამიკიდან, ზოგიერთი საკვანძო კონცეფცია თითქმის უნივერსალურია.

წინამდებარე „სახელმძღვანელო“ ეხება ხსენებულ არსებით კონცეფციებს ისე, რომ დაეხმაროს თქვენს ორგანიზაციას შეიმუშაოს უსაფრთხოების გეგმა პრაქტიკული გადაწყვეტების და რეალურ სამყაროში გამოყენების თვალსაზრისით.

წინამდებარე „სახელმძღვანელო“ უზრუნველჰყოფს შეთავაზებებს და ოფიცებს, რომლებიც უფასო ან მეტად იაფია. გახსოვდეთ, რომ ეფექტური უსაფრთხოების გეგმის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ხარჯი იქნება დრო, რომელიც გესაჭიროებათ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას თქვენი ახალი გეგმის განხილვის, შესწავლის და რეალიზაციისათვის. თუმცა, გამომდინარე თქვენი ორგანიზაციის წინაშე არსებული სავარაუდო სირკებიდან, ხსენებული ინვესტიციის გაწევა ნამდვილად ღირს.

თითოეულ სექციაში შეგხვდებათ იმ საკვანძო საკითხის განმარტება, რომლის თაობაზეც ინფორმირებული უნდა იყოს თქვენი ორგანიზაცია და მისი პერსონალი - ანუ რა არის ის და რატომაა ის მნიშვნელოვანი. თითოეული საკითხი შეწყვილებულია არსებით სტრატეგიებთან, მიდგომებთან და რეკომენდებულ ინსტრუმენტებთან თქვენი რისკის შეზღუდვისათვის, ასევე, რჩევებთან და დამატებით რესურსებზე ბმულებთან, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ ხსენებული რეკომენდაციების რეალიზაციაში თქვენს ორგანიზაციაში.

უსაფრთხოების გეგმის საწყისი კომპლექტი

აიღეთ საწყისი კომპლექტი

თქვენი ორგანიზაციის დასახმარებლად დაამუშავეთ „სახელმძღვანელოში“ მოცემული გაკვეთილები და აქციეთ ისინი რეალურ გეგმად, ისარგებლეთ მოცემული საწყისი კომპლექტით. კომპლექტი შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან ციფრულად შეავსოთ ის „სახელმძღვანელოს“ ციფრულ ფორმატში ონლაინ წაკითხვისას. ჩანაწერების გაკეთების და თქვენი უსაფრთხოების გეგმის განახლების ან შედგენისას აუცილებლად მიუთითეთ თითოეულ სექციაში მოცემული „უსაფრთხოების გეგმის შემადგენელი ბლოკები“. უსაფრთხოების გეგმა ვერ იქნება სრული ხსენებული არსებითი ელემენტების, სულ მცირე, მითითების გარეშე.

 

საკვანძო საკითხებია

 

გამოიყენეთ სხვა რესურსები, რომლებიც ასევე შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი გეგმის შედგენაში და რეალიზაციაში. როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციას, უფასო აპი SOAP („პოლიტიკის ავტომატიზებული შემუშავების ორგანიზაციების დაცვა“) შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი უსაფრთხოების გეგმის შემუშავების გამარტივებაში და ავტომატიზებაში. ასევე გამოიყენეთ უფასო ტრენინგ-რესურსები, როგორიცაა Consumer Reports-ის Security Planner-ი, Security First-ის აპი Umbrella-ი, Free Press Unlimited-ის და Greenhost-ის Totem-ის პროექტი და Global Cyber Alliance-ის „კიბერუსაფრთხოების კომპლექტი მისიის ტიპის ორგანიზაციებისათვის“, რომლებიც მოიცავს რესურსებს წინამდებარე „სახელმძღვანელოში“ ხსენებული მრავალი აღიარებული პრაქტიკის შესახებ და ბმულებს ტრენინგის ათობით მეთოდიკაზე, რომლებიც დაგეხმრებათ არაერთი საკვანძო საფუძვლის რეალიზაციაში.