ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა
შესავალი
მნიშვნელოვანია ფიზიკურად დაცულ ადგილას შეინახოთ თქვენი მოწყობილობები. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური უსაფრთხოება სცილდება უბრალოდ მოწყობილობებს და უნდა მოიცავდეს სტრატეგიას დაიცვათ ყველაფერი დანარჩენი თქვენს სამყაროში. აღნიშნული მოიცავს ნაბეჭდ დოკუმენტებს; თქვენი ორგანიზაციის ოფისს თუ სამუშაო სივრცეებს; და, რა თქმა უნდა, თქვენს პერსონალს და მოხალისეებს.
ფიზიკური უსაფრთხოება და სამოქალაქო საზოგადოება
სამწუხაროდ, ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე არაა იშვიათი და ხშირად მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეტოქეების მიერ გამოყენებული ერთი საერთო ტაქტიკა CSO-ების საქმიანობის ჩასახშობად მოიცავს ოფისებში შეჭრას და დახურვას - პერსონალის როგორც დაშინებას, ისე, ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაციის და ტექნიკური აღჭურვილობის ქურდობას ან კონფისკაციას. ხსენებული საფრთხეები ხშირად მიმართულია უმცირესობების და ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების და დემოკრატიის და მმართველობის სივრცეში მომუშავე CSO-ების წინააღმდეგ. მაგალითად, LGBT+ Rights Ghana (სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელმაც 2021 წ. დასაწყისში ქვეყანაში გახსნა პირველი საზოგადოებრივი ცენტრი LGBTQI+ საზოგადოებისათვის) ოფისებში მიიღეს დაწვის მუქარა, საბოლოოდ კი მათ პოლიცია დაესხა თავს და დახურა ისინი. ამგვარი თავდასხმები მოქმედებს არა მხოლოდ ორგანიზაციის ფიზიკურ ოპერაციებზე, არამედ შესაძლოა დაუკარგოს პერსონალს უსაფრთხოების გრძნობაც.