თემები

უსაფრთხოების კულტურის დანერგვა

მიიღეთ ორგანიზაციული თანხმობა

უსაფრთხოების წარმატებული კულტურის ნაწილია ასევე უსაფრთხოების თქვენს გეგმაში თქვენი ორგანიზაციის სრული ჩართულობა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოიცავდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ხმამაღალ მხარდაჭერას და მითითებებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ დროის, რესურსების და ენერგიის გამოყოფაზე უსაფრთხოების ეფექტური გეგმის შემუშავების მიზნით. თუ არა ისინი, ამას არც სხვა აღიქვამს სერიოზულად. ორგანიზაციის ხსენებული ჩართულობის მისაღწევად გულდასმით დაფიქრდით როდის და როგორ წარმოადგინოთ თქვენი გეგმა, გააკეთეთ ეს ნათლად, უზრუნველჰყავით, რომ ხელმძღვანელობა მხარს უჭერდეს თქვენს შეხედულებებს და გააცანით ყველას გეგმის ყველა ელემენტი და ნაბიჯი ისე, რომ თქვენი მიზანი არ იყოს საიდუმლო ან ბუნდოვანი. დღეისათვის არაერთი დონორი ეძებს გრანტების სანაცვლოდ მაღალი დონის უსაფრთხოების შემქმნელებს, ასე რომ, აღნიშნულზე პერსონალის ინფორმირება, შესაძლოა, ასევე კარგი მეთოდი იყოს ორგანიზაციის მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად. უსაფრთხოებაზე საუბრისას მოერიდეთ შეშინების ტაქტიკას. ხანდახან საფრთხეები, რომელთა წინაშეც თქვენი ორგანიზაცია და პერსონალი დგას, შესაძლოა, საშინელი იყოს, თუმცა, ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ ფაქტებზე და კითხვებისათვის მშვიდი გარემოს შექმნაზე. საშიშროების ჭარბ ხიფათად წარმოდგენამ, შესაძლოა, აიძულოს ხალხი, შეგრაცხოს სენსაციების მოყვარულად, ან უბრალოდ დანებდეს, მიიჩნევს რა, რომ რაიმეს გაკეთებას აზრი არა აქვს, რაც სრულიად არ შეესაბამება რეალობას.